Sunday, April 9, 2017

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: ჯანსაღი ცხოვრების წესი - მითები და რეალობა!













 პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა იცოდნენ რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოიპოვონ ინფორმაცია ნარკოტიკების მავნე ზეგავლენის შესახებ ადამიანის ორგანიზმზე და შეძლონ იმსჯელონ ნარკომანიაზე, - როგორც სოციალურ პრობლემაზე. ჩაატარონ კვლევა და შეადარონ ერთმანეთს ორი თაობის მოსაზრებები (თავისი თანატოლების და მშობლების თაობის). მოიძიონ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროების გამოყენებით: ინტერნეტი, ვიზიტი ექსპერტთან, ექიმის კონსულტაცია, იურისტის რეკომენდაცია და ა.შ. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, გააკეთონ ანალიზი  და შექმნან პროექტის საბოლოო პროდუქტი, ვიდეომიმართვა თანატოლებს, რომელსაც ბლოგზე ატვირთავენ.

პროექტის აქტუალობა: ბოლო დროს მედიასაშუალებებში აქტიურად შუქდება მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებული თემები, რომელიც ზოგჯერ პროპაგანდას ემსგავსება. მოზარდს უფროსებისგან ესმის და ხშირად თვითონაც იმეორებენ, რომ მარიხუანა მხოლოდ განმტვირთავი საშუალებაა და სიგარეტისგან განსხვავებით, ის მავნე არ არის ჯანმრთელობისთვის. აუცილებელია, მოზარმა გაიაზროს ჯანსაღი ცხოვრების წესის უპირატესობა და  იცოდეს,  რა არის მითი და რა რეალობა, მძიმე და მსუბუქ ნარკოტიკებთან მიმართებაში.

 პროექტის მიზნები:
 1. მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას და გაიგებენ რას ფიქრობენ მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით მოზარდები და მათი მშობლები. გაიგებენ, მათმა თანატოლებმა იციან თუ არა იმ საფრთხეების შესახებ, რაც შეიძლება ნარკოტიკის მოხმარებას მოჰყვეს?
 2. მოსწავლეები მოძებნიან ინფორმაციას ინტერნეტში და სპეციალურ სამედიცინო ლიტერატურაში ნარკოტიკებთან დაკავშირებით და შეადარებენ ერთმანეთს როგორია ჯანსაღი ცხოვრების წესის მიდევარი ადამიანის და ნარკოტიკის მომხმარებლის ცხოვრება.
3.მოსწავლეები დაწერენ სცენარს, რომლის მიხედვითაც გადაიღებენ ვიდემიმართვას თანატოლებისთვის და გაავრცელებენ სოციალური ქსელებით
 5. მოსწავლეები ვიდეომიმართვას, მოპოვებულ ინფორმაციას და მოსაზრებებს განათავსებენ ბლოგზე

 მონაწილეთა ასაკი:14-15 წელი

ვადები ხანგრძლივობა: 2კვირა
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებმა იციან და შეუძლიათ სხვებსაც გაუზიარონ ჯანსაღი ცხოვრების წესის უპირატესობა,

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ვიდეოკამერა ან ტელეფონი

 პროექტის მსვლელობა: პროექტის დასაწყისში მოსწავლეებს გავაცნობ იდეას და შევთავაზებ ერთმანეთს გაუზიარონ მოსაზრებები, როგორ წარმოუდგენიათ პროექტის განხორციელება. გაინაწილონ მოვალეობები და დროში გაწერონ შესასრულებელი ამოცანები. მეორე ეტაპზე აქცენტს გავაკეთებთ კვლევაზე, შევიმუშავებთ კითხვარს და დავაკომპლექტებთ მკვლევართა ჯგუფს. მესამე ეტაპზე გავაკეთებთ კვლევის ანალიზს და დავიწყებთ ინფორმაციის მოძიებას, როგორც ინტერნეტში ასევე სკოლის ექიმთან და სპეციალისტებთან მაგ: ორგანიზაცია "ბემონის" წარმომადგენლებთან. მეოთხე ეტაპზე დავიწყებთ სცენარზე მუშაობას. მეხუთე ეტაპია სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვის ატვირთვა და მეექვსე ეტაპზე მოპოვებული მასალის ბლოგზე განთავსება.

 საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ისტი, მათემატიკა, ქართული, ხელოვნებასთან

პროექტის ხელმძღვანელი: ნანა ქიბიშაური

 ელ-ფოსტა:nana.kibishauri@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი:

No comments:

Post a Comment