Wednesday, April 19, 2017

ტრენინგის შეჯამება

1. კომპეტენციები, რომლებიც შევიძინე: 

ტრენინგის განმავლობაში შევიძინე ახალი უნარები, რომლებიც აუცილებელია მასწავლებლისთვის, სრულფასოვანი, თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტირებული გაკვეთილის ჩასატარებლად.

უკვე შემიძლია დავგეგმო და ჩავატრო ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილი, რადგან ვიცი როგორ ავაწყო პრეზენტაცია power point-ის გამოყენებით, როგორ განვათავსო ტექსტური მასალა, როგორ გადმოვწერო ფოტო და ვიდეომასალა ინტერნეტიდან და ტექნოლოგიების გამოყენებით მივიტანო მოსწავლეებამდე.

უკვე შემიძლია ტექნოლოგიების გამოყენებით, პროექტი-გაკვეთილის დაგეგმვა, შექმნა და მოსწავლეებთან ერთად განხორციელება.

შემიძლია google drive-ს გამოყენება, მასალების ატვირთვა, კორექტირება და გაზიარება.

ვისწავლე გულის კალენდრის წარმოება, გრაფიკების, ცხრილების და დიაგრამების შექმნა.
 შემიძლია ბლოგის შექმნა და ბლოგზე მასალების ატვირთვა.

2. სად და როგორ გამოვიყენებ შეძენილ კომპეტენციებს?

შეძენილ უნარებს გამოვიყენებ სასწავლო პროცესში. ვასწავლი სამოქალაქო განათლებას და საგანი მაძლევს შესაძლებლობას,  საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩავრთო  ტექნოლოგიები.

უკვე ვგეგმავ სამოქალაქო განათლების ბლოგის შექმნას, სადაც მოსწავლეებთან ერთად ავტვირთავ სამოქალაქო განათლების კლუბის ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებს.

აგრეთვე მოსწავლეებს შევუქმნა შესაძლებლობა,  თავისი მოსაზრებები, დაწერონ და განათავსონ ბლოგზე.

ვგეგმავ, ამ ტრენინგის ფარგლებში შექმნილი საცდელი პროექტის დახვეწას და IX კლასის მოსწავლეებთან ერთად განხორციელებას.

3. რის შესწავლა მსურს?

მსურს ჩავერთო პროექტში "კინო  სკოლაში" და ამის განსახორციელებლად შევისწავლო აუდიო  და ვიდეო სამონტაჟო პროგრამები.

ზემოთ აღნიშნული კომპეტენციების და უნარების შეძენა, მიმდინარეობდა  კოლეგიალურ და კეთილგანწყობილ გარემოში.

მადლობას ვუხდი მასწავლებელთა სახლს, ჩვენთვის საჭირო ტრენინგის დაგეგმვისთვის და ჩვენს  ტრენერს, ლალი გიგაურს, რომელიც დაგვეხმარა ჩემთვის საჭირო უნარების შეძენაში.


Tuesday, April 11, 2017

მესამე მოდულის შეჯამება

მესამე მოდულის თემები,  მიმდინარე ტრენინგკურსში ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა. შევისწავლეთ ბლოგების წარმოება და პროექტებზე მუშაობა.
ბლოგის როგორც შექმნის, ასევე მისი წარმოების პროცესი შემოქმედებითი სამუშაოა, რომელიც მოითხოვს, როგორც იდეების გააზრებას, ასევე კრიტიკულ აზროვნებას და კომპიუტერული ტექნოლოგიების შესახებ ცოდნას. ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი არის უნარი, რომლის ცოდნაც ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც მასეწავლებლისთვის, ასევე მოსწავლიეებისთვის, რომ სწავლების პროცესი საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული გახდეს.
თუმცა, აღმოვაჩინე, რომ მას შემდეგ, რაც ისწავლი ტექნიკურად როგორ შევქმნა ბლოგი, ეს ცოდნა გადადის ერთგვარ აზარტში,- შექმნა ისეთი ბლოგი, რომელსაც ბევრი ვიზიტორი ეწვევა. ასეთივე სურვილი გაუჩნდებათ მოსწავლეებს, რომლებსაც ჩავრთავთ ამ პროცესში!
ბლოგი გახდება  ინტერნეტქსელში გადაშლილი ერთგვარი დღიური, რომელსაც მე და ჩემი მოსწავლეები შევქმნით და სადაც აისახება ჩვენი ყოველდღიური კლასში მიმდინარე და კლასგარეშე სამუშაო.
რაც შეეხება პროექტებზე მუშაობას, ეს გულისხმობს ცოდნას, რომელიც მასწავლებლებისთვის და განსაკუთრებით სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. (...დასასრულებელია)

Sunday, April 9, 2017

ჩემი ოცნების ქალაქი

ჩემი ოცნების ქალაქია ლონდონი. - ქალაქი ძველი სახლებით, სადაც უამრავი მოჩვენება დასეირნობს:))


 


სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: ჯანსაღი ცხოვრების წესი - მითები და რეალობა!













 პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა იცოდნენ რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოიპოვონ ინფორმაცია ნარკოტიკების მავნე ზეგავლენის შესახებ ადამიანის ორგანიზმზე და შეძლონ იმსჯელონ ნარკომანიაზე, - როგორც სოციალურ პრობლემაზე. ჩაატარონ კვლევა და შეადარონ ერთმანეთს ორი თაობის მოსაზრებები (თავისი თანატოლების და მშობლების თაობის). მოიძიონ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროების გამოყენებით: ინტერნეტი, ვიზიტი ექსპერტთან, ექიმის კონსულტაცია, იურისტის რეკომენდაცია და ა.შ. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, გააკეთონ ანალიზი  და შექმნან პროექტის საბოლოო პროდუქტი, ვიდეომიმართვა თანატოლებს, რომელსაც ბლოგზე ატვირთავენ.

პროექტის აქტუალობა: ბოლო დროს მედიასაშუალებებში აქტიურად შუქდება მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებული თემები, რომელიც ზოგჯერ პროპაგანდას ემსგავსება. მოზარდს უფროსებისგან ესმის და ხშირად თვითონაც იმეორებენ, რომ მარიხუანა მხოლოდ განმტვირთავი საშუალებაა და სიგარეტისგან განსხვავებით, ის მავნე არ არის ჯანმრთელობისთვის. აუცილებელია, მოზარმა გაიაზროს ჯანსაღი ცხოვრების წესის უპირატესობა და  იცოდეს,  რა არის მითი და რა რეალობა, მძიმე და მსუბუქ ნარკოტიკებთან მიმართებაში.

 პროექტის მიზნები:
 1. მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას და გაიგებენ რას ფიქრობენ მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით მოზარდები და მათი მშობლები. გაიგებენ, მათმა თანატოლებმა იციან თუ არა იმ საფრთხეების შესახებ, რაც შეიძლება ნარკოტიკის მოხმარებას მოჰყვეს?
 2. მოსწავლეები მოძებნიან ინფორმაციას ინტერნეტში და სპეციალურ სამედიცინო ლიტერატურაში ნარკოტიკებთან დაკავშირებით და შეადარებენ ერთმანეთს როგორია ჯანსაღი ცხოვრების წესის მიდევარი ადამიანის და ნარკოტიკის მომხმარებლის ცხოვრება.
3.მოსწავლეები დაწერენ სცენარს, რომლის მიხედვითაც გადაიღებენ ვიდემიმართვას თანატოლებისთვის და გაავრცელებენ სოციალური ქსელებით
 5. მოსწავლეები ვიდეომიმართვას, მოპოვებულ ინფორმაციას და მოსაზრებებს განათავსებენ ბლოგზე

 მონაწილეთა ასაკი:14-15 წელი

ვადები ხანგრძლივობა: 2კვირა
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებმა იციან და შეუძლიათ სხვებსაც გაუზიარონ ჯანსაღი ცხოვრების წესის უპირატესობა,

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ვიდეოკამერა ან ტელეფონი

 პროექტის მსვლელობა: პროექტის დასაწყისში მოსწავლეებს გავაცნობ იდეას და შევთავაზებ ერთმანეთს გაუზიარონ მოსაზრებები, როგორ წარმოუდგენიათ პროექტის განხორციელება. გაინაწილონ მოვალეობები და დროში გაწერონ შესასრულებელი ამოცანები. მეორე ეტაპზე აქცენტს გავაკეთებთ კვლევაზე, შევიმუშავებთ კითხვარს და დავაკომპლექტებთ მკვლევართა ჯგუფს. მესამე ეტაპზე გავაკეთებთ კვლევის ანალიზს და დავიწყებთ ინფორმაციის მოძიებას, როგორც ინტერნეტში ასევე სკოლის ექიმთან და სპეციალისტებთან მაგ: ორგანიზაცია "ბემონის" წარმომადგენლებთან. მეოთხე ეტაპზე დავიწყებთ სცენარზე მუშაობას. მეხუთე ეტაპია სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვის ატვირთვა და მეექვსე ეტაპზე მოპოვებული მასალის ბლოგზე განთავსება.

 საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ისტი, მათემატიკა, ქართული, ხელოვნებასთან

პროექტის ხელმძღვანელი: ნანა ქიბიშაური

 ელ-ფოსტა:nana.kibishauri@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი:

Saturday, April 8, 2017

სასწავლო პროექტები და მე

ეს არის ის სადაც მინდა მქონდეს რაიმე გამოცდილება, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი მაქვს სათქმელი. მაქვს მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა, სასწავლო პროექტების შესახებ. ზოგადი წარმოდგენა შემექმნა ინტერნეტში განთავსებული სასწავლო პროექტების ნიმუშებით. იმედია, დავძლევ იმ პროგრამას, რაც ტრენინგის ფარგლებშია გაწერილი და რომელის ერთ-ერთი კომპონენტია შევისწავლოთ ტექნოლოგიების გამოყენებით პროექტის შექმნა.

ტექნოლოგიებს გამოვიყენებ...

ტექნოლოგიებს გამოვიყენებ სასწავლო პროცესში იმისათვის, რომ POVER POINTIS გამოყენებით, მოვამზადო პრეზენტაციები, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებს ექნებათ მეტი თვალსაჩინოება, რაც დაეხმარებათ აღქმის პროცესში. იმისთვის, რომ გაკვეთილები გახდეს მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი. იმისათვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ მოიძიონ და ერთმანეთს გაუზიარონ ინტერნეტრესურსები, რომლებიც კავშირშია გაკვეთილთან. იმისათვის, რომ გაკვეთილის მომზადების პროცესი, ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის გახდეს უფრო სახალისო და საინტერესო და ა.შ.

ჩემი პირველი გზავნილი

სწავლა სიბერემდეო:) ეს ჩემი პირველი გზავნილია, მე უკვე ბლოგერი ვარ, ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკის მოქალაქე რომ ვყოფილიყავი მექნებოდა ადგილი სენატში, ზედა იარუსზე რომელსაც ბლოგერების და ჟურნალისტების ქანდარას უწოდებენ. ასევე მექნებოდა ადგილი სასამართლო სხდომებზე და მექნებოდა უფლება გამომექვეყნებინა ჩემი შთაბჭდილებები. მე ბლოგერი ვარ საქართველოში რაც ნიშნავს რომ...